ინტერვიუ ექიმებთან





 მამუკა ნემსაძე - მეან-გინეკოლოგი


ბატონო მამუკა, შეგიძლიათ გვითხრათ არის  თუ  არა მავნებელი თამბაქო ორსულობის დროს?

ორსულობა ქალის ცხოვრების მეტად საპასუხისმგებლო პერიოდია, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შექმნა.თამბაქო ერთერთი იმ მავნე ფაქტორთაგანია, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს როგორც დედაზე, ისე ნაყოფზემწეველთა ბავშვები იბადებიან უფრო მცირე წონის, აქვთ 200გრით ნაკლები წონა, ვიდრე არამწეველების ბავშვებს და ეს ეფექტი იზრდება პროპორციულადრაც უფრო მეტს ეწევა დედა, მით უფრო ნაკლებს იწონის ნაყოფი.შეიძლება განვითარდეს სპონტანური აბორტი (ნაყოფის სიკვდილი). ასეთი რისკი უფრო მეტია ისეთ ორსულებში, რომლებიც 20 ღერზე მეტს ეწევიან დღეში.

რა რისკებზეა საუბარი?

რისკია სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევ და ნაადრევი მშობიარობის განვითარება.მწეველ ქალებში უფრო დიდი შანსია განვითარდეს პლაცენტის წინმდებარეობა.როცა ფეხმძიმე ქალი ეწევა ბავშვი იღებს თამბაქოს შემადგენელ ყველა ტოქსიურ ნივთიერებას დედის სისხლის მეშვეობით. ნახშირჟანგი ხელს უშლის ნაყოფისათვის ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას. სიმსივნის გამომწვევი აგენტები აზიანებენ გენეტიკურ მასალასდნმ- და შედეგად ზრდიან ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკს.
პასიური მწეველი უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ბავშვს?
რაც შეეხება პასიურ მოწევას, ის ისეთივე საზიანოა ნაყოფისათვის, როგორიც აქტიური.







Комментариев нет:

Отправить комментарий