მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებიც შვილზე ოცნებობენ. სულ ამას ნატრობენ და ევედრებიან უფალს. თვალზე ცრემლი ადგებათ, როცა დაინახავენ პატარა, ლამაზ ბავშვს. საკუთარ წარმოსახვაში უკვე იციან რას უყიდიან ამ ციცქნა არსებას, როგორ მოუწყობენ ოთახს, რითი გაართობენ და სად გაასეირნებენ... მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წირავენ უვნებელ არსებას. სწორედ ასეთია ორსული, მწეველი ქალი. იგი ფიქრობს, რომ დღეში 2-3 ღერი სიგარეტი არაფერია. ის მწარედ ცდება.
ნაყოფი, მუცლადყოფნის პერიოდში, ყველაზე დიდი
სასწაულია , ალბათ, გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვგრძნობთ ჩვენ ნებისმიერ თქვენს
მოქმედებაზე. ისინი ცუდიცაა და კარგიც, მაგრამ საშინელებაა სიგარეტი და თამბქო.
წარმოიდგინეთ სუნთქვაში რაღაც გიშლით ხელს, ის გახრჩობთ და გგონიათ, რომ ჯერ არ
დაბადებულები, უკვე კვდებით. იგი გიშლით ხელს განვითარებაში. ნამდვილად
რთულია, მაგრამ ორსული ქალების 32% მწეველია და შესაბამისად მათი ნაყოფები, მათ
შორის მეც, მაგას ვგრძნობთ. მომავალი დედა, თუ დროულად არ მოეგო გონს,
შეიძლება ბავშვი არც დაიბადოს. ისევე როგორც სხვები. რადგან რომ არა ეს მავნე
ნივთიერება, ყოველი მე-5 გარდაცვლილი ახალშობილი იცოხლებდა. ასეთ დროს,
შეიძლება მოხდეს სასწაული და ნაყოფი გადარჩეს, მაგრამ იყოს უდღეური, სუსტი. გარდა
ფიზიკური განვითარებისა, ის მოქმედებს ფსიქიკაზეც, რადგან მოწევის დროს
ტვინს საჭირო სისხლის რაოდენობა არ მიეწოდება. ეს ხშირად არის მიზეზი
ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის და ნერვული პათოლოგიების. ასევე შეიძლება
განვითარდეს დაუნის სინდრომი. მთელი ცხოვრება, რომელიც არც თუ ისე დიდი იქნება,
დაიტანჯება დედაც და ბავშვიც. ასეთ სიცოცხლეს კი აზრი არ აქვს და რის გამო ?
მომწამლავი ნივთიერების, რომელიც როგორც ნაყოფს, ისე ორსულს და სხვა ნებისმიერ
ადამიანს ვნებს ? ამის გამო შეიძლება არ დავიბადოთ ჩვენ, პატარა უვნებელი
არსებები? იმის გამო, რომ მშობელს არ შეუძლია უარი თქვას თამბაქოზე 20% ნაკლები
ბავშვი უნდა მოევლინოს ქვეყანას? ნუთუ 9 თვე როგორმე ვერ გაუძლებს დედა და
სასიკვდილოდ გასწირავს შვილს? თუ ურჩევნია დაიავადოს ორგანიზმი, გააჩინოს
სიმსივნით ან რაიმე დაავადებით... ის გვიან გააცნობიერებს რამხელა შეცდომა დაუშვა
თავშეუკავლობის გამო და დაიტანჯება მთელი ცხოვრება...
ამიტომ, დედებო, იზრუნეთ ჩვილებზე... ჯერ ყველაფერი წინაა. შვილის სიცოცხლე თქვენს ხელშია. ის თქვენი შვილი იქნება, რომელიც ძალიან შეგიყვარდება და ყველაფერს შეუსრულებ. როცა დაინახავ, მიხვდები, თუ როგორი განძია შენთვის. გულში სიყვარული ჩაგეღვენთება და ყველაზე ბედნიერი იქნები მისი შეხებით, კოცნით, პირველი ნაბიჯებითა თუ ლაპარაკით. მანამდე კი ერთი სურვილი შეუსრულე... გადააგდე სიგარეტი მისთვის!
მეცხრე კლასის მოსწავლე:ნინო ტაბატაძე
არ ვეთანხმები ვეთანხმები ფეხმძიმე ქალების იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ერთი-ორი ღერი სიგარეტის მოწევა ნაყოფს არ ავნებს.
ზოგადად, ყველას გაუგია ფრაზები მოწევა კლავს, იწვევს ფილტვის კიბოს, ნაადრევ დაბერებას და ა.შ. ადამიანი თამბაქოს მოწევით ვნებს არა მარტო საკუთარ თავს არამედ გარშემო მყოფებსაც. მწეველი ფეხმძიმე ქალის შემთხვევა კი განსაკუთრებულია. ზემოთ ჩამოთვლილი არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით რაც ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს. ორსული ქალი დიდ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, რომელიც სრულიად დაუცველია. ხშირ შემთხვევაში ორსული ქალბატონი ამ საფრთხეების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ თავს იმშვიდებს, რომ ერთი-ორი ღერის მოწევა ნაყოფს არ ავნებს. რეალურად ეს მხოლოდ თავის დამშვიდებაა.
ორსულობისას სიგარეტის მოწევა დაუშვებელია, რადგან ნიკოტინი მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფზე. ფეხმძიმობის პერიოდში სიგარეტის მოწევა იწვევს სისხლძარღვთა შევიწროვებას, რის გამოც ნაყოფს რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყდება ჟანგბადის მიწოდება. ამ შემთხვევაში, ორსულის მცდელობა მოწეული ღერების რაოდენობა დაიყვანოს მინიმუმამდე მნიშვნელოვნად არ ამცირებს ჟანგბადის დეფიციტის საფრთხეს, თუმცა სისტემატიურმა თამბაქოს მოხმარებამ შესაძლოა ნაყოფი სრულ უჟანგბადობამდე მიიყვანოს. არასწორია შეხედულება, რომ პასიური მოწევა ნაკლებად მავნებელია ვიდრე ინტესიური. პასიური მოწევაც ძალზე მავნებელია, მეტადაც ვიდრე ჩვეულებრივი. ამრიგად, ნაყოფის უსაფრთხო განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო დედას, არამედ ორსულის გარშემომყოფებსაც.
ფეხმძიმობის პერიოდში სიგარეტის მოწევა საფრთხეს უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს და მის სწორ განვითარებას. დადგენილია, რომ მწეველი ფეხმძიმის შემთხვევაში, მოწევის შედეგად მიღებული ნიკოტინი და სხვა მავნე ნივთიერებიები, ნაყოფის ორგანიზმში უფრი მეტი რაოდენობიტ აღმოჩნდა ვიდრე დედის ორგანიზმში. ასე რომ ორსულობის დროს მოწევა ნაყოფისთვის უფრო მავნებელია, ვიდრე დედისთვის.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე თამბაქო ძლიერ მავნებელია დედისთვის და უფრო მეტად შვილისთვის. რომელსაც იგი თავისი საქციელით უპობს განვითარების, უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის შანს. აქვე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა დედების თუ პოტენციური დედების მიმართ, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ეს საფრთხეები და მინც აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას, დედად გახდომის შემდეგ კი დასციცინებენ თავიანთ შვილებს და ცივ ნიავსაც არ აკარებენ. ჩემთვის ეს ყოველივე ერთმანეთთან შეუთავსებელი და გაუგებარია.
მეცხრე კლასის მოსწავლე: მარიამ
მახნიაშვილი
თამბაქო და ორსული ქალი ზოგიერთი ორსული ქალი ფიქრობს, რომ ერთი ღერი თამბაქო ნაყოფს არ ავნებს. კვლევებმა დაადგინეს, რომ ერთღერი სიგარეტი ისეთივე დამღუპველია, როგორც ერთი კოლოფი. მე ვფიქრობ მოწევა ოსრულობისას შეიძლება განიხილებოდეს, როგორც წინასწარ გაცნობიერებული განზრახმიყენებული ზიანი ბავშვისთვის. როდესაც ხედავენ ორსულ ქალს სიგარეტით ხელში , ხალხი როგორც წესი, განიკითხავს, ან უარეს შემთხვევაში, ხმამაღლა გამოთქვამს აღშფოთებას . თამბაქოს ძირითადი შემადგენელი ნაწილია ნიკოტინი. ის სუფთა სახით არის ზეთისებური გამჭირვალე სითხე. ნიკოტინის ერთი წვეთი საკმარისია ცხენის სიკვდილისათვის. ეს თუ სინამდვილეა, როგორ იტანს ადამიანის ორგანიზმი ასეთ შხამს? პირველ რიგში, ერთი ღერი სიგარეტი არ არის სასიკვდილო და მეორედ ამ შხამთან მიჩვევა ხდება ძალიან ადვილად. ამჟამად მოწევა ნარკომანიის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. თამბაქო მეორე ადგილზეა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის და პირველ ადგილზე სიკვდილის იმ მიზეზთა შორის, რომელის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მწეველ ქალთა უმეტესობა ასე აზროვნებს ,,როგორც კი დავფეხმძიმდები, მაშინვე თავს დავანებებ ‘’. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალი თუ დედობას გეგმავს, მოწევას რამოდენიმე თვით ადრე ან უმჯობესია ერთ წლით ადრე დაანებოს თავი. მწეველი დედის შვილი ,რომელიც ორსულობისას ასევე ეწეოდა ,ჩამორჩება ზრდაში და განვითარებაში. კვლევებმა აჩვენა ,რომ ახალშობილების უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია მწეველი მშობლები :დედა და მამაც . ასეთი მშობლების ბავშვები პასიური მწეველები არიან და ხშრად უვითარდებათ ბრონქული ასთმა. ორსულებში ნიკოტინის მიღება იწვევს სუსტი და დაბალწონიანი ბავშვის დაბადებას, ასევე შესაძლებელია გარკვეული პათოლოგიების ჩამოყალიბებაც. ხშირია ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის დროს სისხლდენა, ასევე ასეთი ორსულების სიკვდილიანობა 30%-მდე მატულობს. პლაცენტა არის ეგრედწოდებული საბავშვო ადგილი, სამაშველო დამაკავშირებელი რგოლი დედასა და ნაყოფს შორის. მას დამცველობითი ფუნქცია აქვს, არ ატარებს მავნე ნივთიერებებს. სამწუხაროდ ნიკოტინი გადის ამ ბარიერს და აყენებს გამოუსწორებელ ზიანს ნაყოფს. ვითარდება ჟანგბადის ნაკლებობა, ანუ ჰიპოქსია. ასევე ნიკოტინის მოქმედების შედეგად ხდება ნებისმიერი სისხლძარღვის შეკუმშვა, რისი შედეგიც არის ნაყოფის კვებითი მომარაგების დარღვევა (იშემია). თუ დედა ეწევა, ეს ნიშნავს რომ ნაყოფიც ნიკოტინის მომხმარებელია და დაბედების შემდეგ მას უვითარდება ნიკოტინის უკმარისობის სიმპტომები, რაც მომაკვდინებელია. როდესაც ბავშვი იბადება გარკვეული პათოლოგიით, დედა მთელი ცხოვრება თავს იდანაშაულებს და აგრძელებს დედობას ამ გრძნობით. სარეკლამო კომპანიების აზრით, სიგარეტი ასოცირდება დამოუკიდებლობასთან, დიდების სამყაროში გადასვლასთან,ამიტომაც13წლის ასაკში სკოლის მოსწავლე გოგონებს უჩნდებათ სურვილი ,,გაიზარდონ’’ და მოწიონ სიგარეტი. ამის შედეგი კი შემზარავია. ყველა გოგო ხომ მომავალი დედაა . კანადაში მოწევის შეწყვეტის პროგრამაში ქალბატონების ჩართვა მოხდა. კვლევამ აჩვენა, რომ უნაყოფო ქალებმა უფრო ადვილად დაანებეს მოწევას თავი, ეს ხომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედობისკენ,ხოლო უკვე ორსული ქალბატონების დაინტერესება ამ პროგრამით ნაკლებად მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია როდესაც ორსული ქალბატონის მეუღლე ეწევა , მომავალი დედა ხდება პასიური მწეველი, რამაც ასევე შეიძლება დაამძიმოს ორსულობის მიმდინარეობა.ერთერთი ყველაზე გავრცელებული, რასაც უდიდიდეს უბედურებამდე მივყავართ, მაცდური სიტყვებია ,,ყველა ასე აკეთებს’’. თვით ბუნებით ჩადებულია ქალში ღელვა მომავალზე. მოწევამ კი ორსულობის დროს ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუსვას წერტილი ოცნებას გახდე დედა!



Комментариев нет:
Отправить комментарий